ინგრედიენტები
- ტომატის წვენი – 1 ლ
- ზეთი შესაწვავად
- მარილი
- მანის ბურღული – 3 სკ
- კარტოფილი – 1 მოზრდილი
- ხახვი – 2 ც
მომზადების წესი
ხახვი დაჭერით რაც შეიძლება წვრილად. კარტოფილი გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი. დაუმატეთ მანის ბურღული, აურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი, რათა გაფუვდეს. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, სველი ხელებით გააკეთეთ პატარა კატლეტები და შეწვით ორივე მხრიდან ზეთში. შემწვარი კატლეტები ჩაალაგეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით ტომატის წვენი, დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 30 წუთის განმავლობაში. არ ამოურიოთ.