Headlines

იმედია, ამ რეცეპტით ბევრ ახალბედა დიასახლისს დავეხმარები… სწრაფად და მარტივად“ – ფუმფულა ნამცხვარი მკითხველის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 7 ჭ
  • შაქარი – 2.5 ჭ
  • ზეთი – 1 ჭ
  • მარილი
  • ვანილი
  • მაწონი – 0.5 ლ
  • სოდა – 1 ჩკ
  • კვერცხი – 2 ც
  • ნებისმიერი ხილი

მომზადების წესი

თასში ვყრით 6-7ჭიქა ფქვილს, ვამატებთ 2,5ჭიქა შაქარს, 1ჭიქა ზეთს, მწიკვ მარილს და ვანილს.

ვაფხვიერებთ კარგად და ვინახავთ ერთ ჭიქას, დანარჩენ მასას ვამატებთ 0.5ლ.მაწონს და 1ჩკ სოდას, აფუებულს. ვამატებთ ასევე 2 გათქვეფილ კვერცხს.

კარგად მოვურევთ კოვზით რომ გაიხსნას მასა და ნახევარს ვასხამთ საცხობ ფურცელზე, უნდა იყოს არაჟნის სისქის.

შუაში მოვალაგებთ ხილს, რაც გიყვართ და რაც გაქვთ. დაასხით დარჩენილი ცომი და მოაყარეთ შემონახული 1ჭიქა ფხვიერი მასა.

შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 180გრადუსზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *