თუ გამოცხობის შემდეგ ტორტის ბისკვიტი ვარდება, ორი რჩევა გაითვალისწინეთ:
1) შესაძლოა ცომი საჭიროზე დიდხანს თქვიფეთ? ფქვილის შერევისას ნუ გამოიყენებთ მიქსერს, შეურიეთ კოვზით ან ხელის სათქვეფის დახმარებით, „ქვემოდან ზემოთ“ მოძრაობით. ბევრი თქვეფა ბეზეს გააწყალებს.
2) აიღეთ გრძელი პირსახოცი, დაასველეთ და კარგად გაწურეთ. შემოახვიეთ ბისკვიტის საცხობ ფორმას გარშემო და ასე გამოაცხვეთ 170 გრადუსზე. ბისკვიტი თანაბრად ამოვა და გამოცხვება. სხვათა შორის, იყიდება სპეციალური ლენტები, რომლებიც პირსახოცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ – პრინციპი იგივეა.