ინგრედიენტები
- კვერცხი – 4 ც
- შაქარი – 2 ჭ
- თაფლი – 3 სკ
- კარაქი – 200 გ
- სოდა ძმრით – 1 ჩკ
- ვანილი
- ფქვილი – 7 ჭ
მომზადების წესი
ყველა ინგრედიენტი გადავურიოთ, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ჩვილი ცომი, ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი ფქვილს შეიზელს გააჩერეთ. უნდა გამოვიდეს წებოვანი ცომი რომელიც მსუბუქად ხელებზე ეკრობა.
გავყოთ 4 ნაწილად, ერთი გუნდისგან გამოვაცხოთ რგოლები, სამი გუნდისგან ფირფიტები.
ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე, 7-8 წუთის განმავლობაში.
კრემისთვის მოვხარშე 1 ლიტრი რძის კრემი.
ფენები დავკრემე კლასიკურად, ბოლო ფენაზე მოვალაგე რგოლები, მოვაბნიე თავისივე ნამცეცები. რგოლებში ვალაგებთ ალუბლის მურაბას.