ინგრედიენტები
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- პატარა კონა ქინძი, ნიორი, ალუბლის ფოთოლი, დაფნა
- ნიახური, ცერეცო, ოხრახუში
- წითელი ბულგარული წიწაკა – 5.00 ცალი
- სტაფილო – 1.00 კგ
- მწვანე პომიდორი – 3.00 კგ
- წითელი პომიდორი – 0.50 კგ
- კიტრი – 3.00 კგ
- სამწნილე, მოყვითალო წიწაკა – 2.00 კგ
- ყვავილოვანი კომბოსტო – 1.00 ცალი
მომზადების წესიგარეცხეთ და დაყარეთ საწურზე ბოსტნეული, შემდეგ დაჭერით ფიგურული საჭრელით სტაფილო, მწვანე პომიდორი, ბულგარულები.ჩაალაგეთ ქილებში ყველა ბოსტნეული ფენებად, დაამატეთ 3 ლიტრაზე –3 ს კ მარილი, 1 სკ შაქარი,1 სკ ძმარი, ან 1 ჩკ ლიმონმჟავა, მწარე წიწაკა, ნიორი, მწვანილები.ეს ყველაფერი ჩააწყვეთ ქილებში, დაასხით წყალი და გაასტერილეთ ადუღებიდან 10-15 წუთის განმავლობაში და მოხუფეთ.თუ ასპირინინს უშვრებით, შეგიძლიათ ადუღებული წყალი დაასხათ ,მოხუფოთ და შეფუთოთ.გემრიელად მიირთვით!