Headlines

როგორ უნდა მოვამზადოთ თევზი ქინძმარში?

ინგრედიენტები

  • წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.
  • მარცვალი პილპილი
  • ძმარი
  • ქინძი – 200.00 გ
  • დაფნა
  • ლიმონი
  • ხახვი – 1.00 ცალი
  • ლოქო (ან ლოქოს ფილე) – 500.00 გ

მარინადი,რაშიცლოქოსხორციუნდამოვხარშოთ:

მოზრდილ ქვაბში ვასხამთ 1 ლ წყალს, ვყრით პილპილს,დაფნის ფოთლებს, ოთხად დაჭრილს ხახვს და ასევე ოთხად დაჭრილ ნახევარ ლიმონს,ძმარს, 3 ს/კ მარილს,რამდენიმე ღერ ქინძს და ვადუღებთ.

წამოდუღებიდან კიდევ 5 წუთი ვხარშავთ მარინადს,შემდეგ მასში ვყრით კარგად გასუფთავებულ და კუბებად დაჭრილ ლოქოს ხორცს და ვხარშავთ.

მოხარშვას, დაახლოებთ, 7-8 წუთი დასჭირდება.

სანამ ლოქო მოიხარშება, დავაბლენდეროთ ქინძი, 2 ჭიქა წყალი და გემოვნებით ძმარი,მარილი და ცოტა დაფქული წიწაკა.

მოხარშული ლოქოს ხორცი ამოგვაქვს მარინადიდან,ვათავსებთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვასხამთ დაბლენდერებულ მასას.

კერძი მზადაა!

წყარო :funtime.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *