Headlines

ტორტის ბისკვიტის რეცეპტი ყველაზე ზარმაცებისთვის

ინგრედიენტები

  • ვანილის შაქარი – 1 შეკვრა
  • ფქვილი – 1 ჭიქა
  • შაქარი – 1 ჭიქა
  • კვერცხი – 5 ცალი

მომზადების წესი

თავიდანვე ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 200-210 გრადუსამდე. როცა ღუმელი გახურდება, დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება. ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. ჯერ ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარიც და ყველაფერი ერთად კარგად ათქევიფე მიქსერით. შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს. ჩაასხით მიღებული მასა პერგამენტჩაფენილ ფორმაში და შედგით ღუმელში 30-35 წუთი. როცა ბისკვიტი მზად იქნება, გამორთეთ ღუმელი, მაგრამ არ გამოიღოთ ბისკვიტი, აცადეთ, იქვე გაგრილდეს. ეს ბისკვიტი შესაშნავი საფუძველი იქნება ნებისმიერი ტორტისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *