ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი – 1.00 სკ
- შავი შოკოლადი – 50.00 გრ
ინგრედიენტები კრემისთვის
- კაკაო – 1.00 სკ
- ვანილი – 1.00 ჩკ
- მოხარშული შესქელებული რძე – 1.00 ქილა
- კარაქი – 200.00 გრ
ინგრედიენტები ცომისთვის
- ფქვილი – 250.00 გრ
- სოდა – 1.00 ჩკ
- კაკაო – 4.00 სკ
- თაფლი – 4.00 სკ
- შაქარი – 180.00 გრ
- კვერცხი – 6.00 ცალი
მომზადების წესი
ოთახის ტემპერატურის კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ თაფლი, კაკაო, ფქვილი და სოდა. სასურველი ზომის გამოსაცხობ ფორმაზე ქაღალდი დააფინეთ და ცომი გადაიტანეთ (ეს მასა 2 ანფირფიტას ეყოფა, ლანგრის ზომას გააჩნია). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით (მზაობა ხის კოვზით შეამოწმეთ).
ფირფიტებიორ ნაწილად გაჭერით, გვერდები ჩამოაჭერით და დააქუცმაცეთ (მათ მოსართავად გამოვიყენებთ).
ოთახის ტემპერატურის კარაქი გათქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, შემდეგ – ვანილი და კაკაო. მიღებული კრემი ფირფიტებზე გადაანაწილეთ. მორთეთ დაქუცმაცემული ბისკვიტითა და გამდნარი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!