ინგრედიენტები
- არაჟანი
- ფორთოხლის წვენი
- კარაქი
- კვერცხი
- თაფლი
- ფქვილი
- შაქარი
- ვანილი
- სოდა
- არაჟანი
- მოხარშული შესქელებული რძე
მომზადების წესი
კარაქი გაადნეთ, კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. დაამატეთ თაფლი და ვანილი. შემდეგ შეათქვიფეთ არაჟანი და კარაქი. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და სოდა. მიიღებთ რბილ ცომს.
გააბრტყელეთ ცომი. გადაიტანეთ ფქვილიან დიდ ტაფაზე (ღუმელს რაც მოყვება, სტანდარტული) და გამოაცხეთ 175 გრადუსზე დაახლოებით 8 წუთი. ღია ოქროსფერი უნდა გახდეს, ზედმეტად ნუ დაბრაწავთ. ცხელი ფირფიტა გაჭერით ორ ნაწილად, გვერდებიც ჩამოუსწორეთ – ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ.
მოამზადეთ კრემი: შესქელებული რძე და ფორთოხლის წვენი ათქვიფეთ არაჟანთან ერთად. კრემის სისქე დაარეგულირეთ არაჟნის და წვენის რაოდენობის ცვლილებით. ფირფიტებს წაუსვით კრემი, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ფორფიტის ნარჩენები.
გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათი, რომ კარგად დარბილდეს.