Headlines

პოლ რობსონი” დაუვიწყარი ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი

ინგრედიენტები

კრემი

  • ვანილი
  • შესქელებული რძე – 2 ქილა
  • კარაქი – 400 გრ

ინგრედიენტები

  • მარილი – 0.25 ჩკ
  • კვერცხი – 5 ცალი
  • შაქარი – 3 ჭიქა
  • მაწონი – 1 ქილა
  • სოდა – 2 ჩკ
  • კაკაო – 3 სკ
  • ფქვილი – 5 ჭიქა
  • ვანილი – 1 შეკვრა

მომზადების წესი

1. 5 ცალი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ ღრუბელივით, ნელ-ნელა შევათქვიფოთ 3 ჭიქა შაქარი, 5 კვერცხის გული. შემდეგ ჩავასხათ 1 ქილა მაწონში ათქვეფილი 2 ჩკ სოდა, 150 გრ ამოყვანილი კარაქი, 3 სკ კაკაო, ვანილი, მარილი და 5 ჭიქა პურის ფქვილი. მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 2. კრემი: 400 გრ კარაქი ამოვიყვანოთ კარგად, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებულ რძე და ვანილი. 3. მომზადება: გაგრილებული ბისკვიტი გავყოთ 2ად ან 3ად. თითოეულს წავუსვათ კრემი. ზედა ფენას მოვაყაროთ დახეხილი შოკოლადი ან მოვრთოთ სურვლისამებრ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *