ქათამი პირში ლღვება, ბრინჯი კი საოცრად ნაზია. საოჯახო ვახშმისთვის იდეალურია!
ინგრედიენტები
- ქათმის ბარკალი 5 ცალი
- ხახვი 1
- სტაფიო 1
- უმი ბრინჯი 2 ჭიქა
- წყალი ან ბულიონი 5 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი
- სანელებლები და მარილი
მომზადება
- კერძის მზადება დავიწყოთ ბრინჯისგან.
- მისი რაოდენობა ჭურჭლის ზომის მიხედვით უნდა გავთვალოთ.
- კარგად გარეცხეთ და დატოვეთ წყალში, ამასობაში მიხედეთ ბარკლებს.
- ხორცს მოაყარეთ მარილი, სანელებლები და კარგად შეაზილეთ.
- ბრინჯისთვის სანელებლები არ დამიმატებია, რადგან მე მეტად ნეიტრალური გემო მომწონს.
- ცხიმში შეწვით ქათამი.
- მაღალ ცეცხლზე მომზადების დამსახურებით ქათამმა შეინარჩუნა წვენი, რომელიც შემდეგ ბრინჯს მივეცი.
- იმავე ცხიმში, რომელშიც შევწვი ქათამი, მოვთუშე ხახვი და სტაფილო.
- დავუმატე უმი ბრინჯი და შევწვი რამდენიმე წუთი.
- ზემოდან დავადე ბარკლები და მოვასხი მარილიანი წყალი. წყალმა დაფარა ბრინჯი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!