Headlines

ტორტი ვაფლიანი ბეზეთი. მისი მომზადება არ მბეზრდება

ტორტი ვაფლიანი ბეზეთი „გედების ტბა“ სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა, რომლის მომზადება დამწყებსაც შეუძლია. ნაზი შოკოლადის ბისკვიტი, ვაფლიანი ბეზე და გემრიელი კრემი გემოების სიმფონიას ქმნის, რომლის დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ამ დესერტის მომზადება აუცილებლად სცადოთ. ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად უბრალოდ შეუდარებელია!

ბეზეს ტორტი

ბეზეს ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის ცილა
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ვაფლის ქერქი
  • დაქუცმაცებული კაკალი
  • მწიკვი მარილი

ცომის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა 30%–იანი არაჟანი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 3 ს/კ კაკაო
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

კრემის ინგრედიენტები:

  • 250 გრ კარაქი
  • 300 გრ შესქელებული რძე
  • ნახევარი ლიმონის წვენი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 3 ჩ/კ კაკაო
  • 0,5 ს/კ ზეთი
  • ქოქოსის ფანტელები გასაფორმებლად

მომზადების წესი:

1. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2. ათქვეფილი კვერცხის ცილები ვაფლს წაუსვით.

3. კაკალი მოაყარეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ.

4. კვერცხის გული შაქართან და არაჟანთან ერთად ათქვიფეთ. ათქვეფა გააგრძელეთ, თანდათან ნარევს ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

5. მიღებული თხელ ცომი ცხიმ წასმულ ფორმაში ჩაასხით.

6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

7. კრემისთვის რბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ. ათქვეფა გააგრძელეთ, თანდათან შესქელებული რძე და ლიმონის წვენი დაუმატეთ.

8. ცივი ყავისფერი ბისკვიტი 2 ნაწილად გაყავით.

9. ერთ ნახევარს კრემი წაუსვით და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

10. ცილიანი ქერქით დაფარეთ და კრემი წაუსვით.

გასტრონომია

მთავარი  დესერტი

ტორტი ვაფლიანი ბეზეთი. მისი მომზადება არ მბეზრდება

By

 თეა გუბელაძე

 –

October 2, 2021

2803

11. შემდეგ კიდევ ერთი ცილიანი ქერქი და კვლავ კრემი წაუსვით. მეორე ფენა ყავისფერი ბისკვიტი დააფარეთ, გაასწორეთ და შოკოლადის ჭიქური წაუსვით (კაკაოს, ზეთის, შაქრის და არაჟნის ნარევი ქვაბში ადუღებამდე მიყვანილი). თუ სახლში შოკოლადი გაქვთ, ჭიქურს შეგიძლიათ გამდნარი შოკოლადი დაუმატოთ.

12. ტორტი ქოქოსის ფანტელებით გააფორმეთ. რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

13. გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *