Headlines

სუპის გემრიელი საკმაზი ზამთრისთვის

გქონიათ შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან მოსულს, საჭმლის მომზადებისას აღმოგიჩენიათ, რომ სახლში არც სტაფილოა და არც ოხრახუში?

მსგავსი შემთხვევა ხშირად მქონია, ამიტომაც ბოლო რამდენიმე წელია ვაკონსერვებ საკმაზს წვნიანისთვის.

პომიდორი, ტკბილი პილპილი, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში-ყველაფერი ეს იდეალურად ინახება გაზაფხულამდე. მარილის დიდი რაოდენობის გამო ქილებს სტერილიზებაც არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 1 კგ ტკბილი პილპილი
  • 1 კგ სტაფილო
  • 1 კგ ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 500 გრ მარილი

მომზადების წესი

1. ყველა ბოსტნეული კუბებად დაჭერით.

2. წვრილად დაჭერით მწვანილი.

3. ბოსტნეული და მწვანილი შეურიეთ ერთმანეთს და მარილი დაუმატეთ.

4. ნაზავი მოათავსეთ სუფთა ქილებში და დაახურეთ თავსახური. გემრიელი საკმაზი წვნიანისთვის მზადაა.

5. დაუმატეთ წვნიანს 1-2 ს.კ. საკმაზი 5-10 წუთით ადრე, სანამ წვვნიანი მზად იქნება. კერძში მარილის დაატება საჭირო აღარ არის.

გემრიელად მიირთვით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *