ინგრედიენტები
- კარტოფილი – 6 ც
- პომიდორი – 2 ც
- ბულგარული წიწაკა – 2 ც
- ხახვი – 1 ც
- ნიორი – 2 კბილი
- ზეთი – 3 სკ
- კარაქი – 2 სკ
- ხორცი – 100 გრ
- მწვანილი
მომზადების წესი
გარეცხეთ და დაჭერით კარტოფილი პატარა ნაჭრებად. წიწაკას მოაშორეთ თესლი, დარჩენილი ნაწილი დაჭერით ზოლებად. ხახვი დაჭერით რგოლების ფორმებზე, პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად.
ამის შემდეგ ტაფა გააცხელეთ, მოაყარეთ ბოსტნეული და დაუმატეთ კარაქი. 1 წუთის შემდეგ მოაყარეთ კარტოფილი. შეწვით საშუალო ცეცხლზე 6-7 წუთის განმავლობაში, დროდადრო ურიეთ.
ტაფაში დაამატეთ ხახვი და შეწვით დარბილებამდე.
ბოლოს მოაყარეთ ხორცი ან ძეხვი (სურვილისამებრ), ბულგარული წიწაკა პომიდორთან ერთად. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები. შეწვით იქამდე სანამ ხორცი არ იქნება მზად.