Headlines

თუ სტუმრებს ელოდებით, ეს ნამცხვარი მოამზადეთ

ინგრედიენტები

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • კარაქი – 50.00 გრ
  • რძე – 4.00 სკ
  • შაქარი – 3.00 სკ
  • კაკაო – 3.00 სკ

ინგრედიენტები კრემისთვის

  • მოხარშული შესქელებული რძე – 3.00 ცალი
  • კარაქი – 550.00 გრ

ინგრედიენტები

  • ზეთი – 60.00 მლ
  • ვანილი – 1.00 ცალი
  • სოდა 0,5 ჩკ
  • წმინდა კაკაო – 3.00 სკ
  • ხსნადი ყავა – 1.50 სკ
  • ფქვილი – 200.00 გრ
  • შაქარი – 200.00 გრ
  • კვერცხი – 5.00 ცალი

მომზადების წესი

პირველ რიგში, ამოიყვანეთ კვერცხი შაქართან ერთად, მასა როდესაც გათეთრდება და გაორმაგდება ჩაამატეთ ზეთი, 2 ს/კცხელ წყალში გახსნილი ყავა, ვანილი, შემდეგ სოდა. ბოლოს კი ჩააცერით ფქვილი და კაკაო, შეურიეთ მასას ხის კოვზით, ნელი ხელის მოძრაობით, ქვემოდან ზემოთ.

გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსსზე, 35 წუთით.

ეს მასალა არის 1 ფენის, ამ შემთხვევაში არისგამომცხვარი ორი ფენა, რომელიც გაყოფილია შუაში. ფორმის ზომა 25/37 –ზე.

კრემის მომზადება:

ოთახის ტემპერატურის კარაქი ამოიყვანეთ მიქსერით კარგად, უნდა გაორმაგდეს და გათეთრდეს ( 10-15 წუთი სჭირდება თქვეფა) დაამატეთ მოხარშული, შესქელებული რძე.

ყველა ფენა დანამეთ, ხოლო სამ ფენას წაუსვითკრემი და მოაყარეთ გემოვნებით ნიგოზი, ბოლო ფენის გარდა, ბოლო ფენას მხოლოდ მინანქარი უნდა მოასხათდა მიირთვით სურვილისამებრ.

მინანქარი :3 ს/კკაკაო, 3 სფ/კოვზი შაქარი , 4 სფ/კოვზი რძე, 50 გრ კარაქი.

მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *