Headlines

პირში დნება, ალტერნატივა არ გააჩნია! – უგემრიელესი მედოვიკი თამო მეფიშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 3 ც
  • შაქარი – 250 გ
  • თაფლი – 3 სკ
  • კარაქი – 150 გ
  • სოდა – 1 ჩკ
  • ფქვილი – 640 გ

კრემი

  • კარაქი – 300 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე – 2 ქილა
  • არაჟანი – 3 სკ
  • ვანილი – 1 შეკვრა

მომზადების წესი

ჯამში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი, ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, დავუმატოთ კარაქი და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.

ცალკე ქვაბში მოვათავსე თაფლი და სოდა. როგორც კი მიიღო კარამელის ფერი, ვუმატებთ კვერცხის მასას, ორთქლის აბაზანაზე ვტოვებთ დაახლოებით 10 წთ, ვურიოთ განუწყვეტლივ. ცხელ მასაში ვუმატებთ 2 ჭიქა ფქვილს, შემდეგ გადმოვდგათ ჯამი ორთქლის აბაზანიდან.

სამუშაო მაგიდაზე დავაყაროთ დარჩენილი ფქვილი, შევურიოთ მასას, დაახლოებით 50 გრ ფქვილის დამატება შეიძლება მოგიწიოთ, თუ იქნება წებოვანი მასა. დავასვენოთ 20 წთ ოთახის ტემპერატურაზე. მე გავყავი 6 ნაწილად, საცხობი ფორმა – 30 სმ.

საცხობ ქაღალდზე, მოვაყარე ფქვილი, გავაბრტყელე და დავჩხვლიტე, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვაზე, 170-180°-ზე 5-6 წთ დაახლოებით.

შემდეგ მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე, შემდეგ – არაჟანი, ბოლოს კი ვანილი.

ფირფიტები დავკრემოთ, გავაჩეროთ ერთი დღის განმავლობაში, არის ფაფუკი. რაც მთავარია, უგემრიელესია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *