Headlines

რამდენ ხანს უნდა ვადუღოთ პამიდვრის საწებელი? – საჭირო რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

პამიდვრის საწებელი, ჩვეულებრივ, ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში მზადდება. კარგად მომზადებული საწებელი ძალიან გემრიელი და ქართული სუფრის შეუცვლელი ნაწილია.

ქაფს რომ აღარ იგდებს და ცოტა შესქელდება, საკმარისია დუღილი.

  • დაასხი თეფშზე, ცოტა ხანში ნახე. წყალს თუ არ მოიკიდებს გარშემო და ერთგვაროვანი დარჩება, ე. ი. მზადაა.
  • ქაფი მოხადეთ რაც აქვს და კარგად რომ დაწითლდება, ეყოფა.
  • ქაფი მოაცილეთ და კარგად რომ შესქელდება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, მზადაა.
  • ადუღებიდან 1 საათი დაბალ ცეცხლზე.
  • მანამ ადუღე, სანამ წყალი არ ამოშრება თეფშზე. რომ დაასხამ, ცალ-ცალკე არ უნდა წავიდეს და მაშინ მზად არის.
  • ზოგს ძალიან სქელი მასა არ უყვარს. სქელი ტომატპასტაა და კეტჩუპი. საწებელს ადუღებიდან 20 წუთი ყოფნის. ერთი თითის სისქეზე მაინც უნდა დაიწიოს ქვაბში მასამ. მდუღარე ჩაასხით გაპილპილებული, რომ ზედმეტი ჰაერი გამოიდევნოს.

ასევე, შემოგთავაზებთ ნელიკო გოგუაძის პამიდვრის საწებლის რეცეპტს:

30 კილო პამიდორი დავჭერი კანიანად, ვადუღე 10 წუთი ნედლ ყვავილოვან ქინძთან ერთად, მერე დავაბლენდერე, ჩავასხი ქვაბში, შევკმაზე მარილით. დავუმატე ნიორი, წიწაკა, უცხო სუნელი და ვადუღე, სანამ არ მივიღე ერთგვაროვანი მასა, გავაციე და გემოვნების მიხედვით კიდევ დავუმატე საკმაზი. მეორე დღეს მდუღარე ჩავასხი ქილებში და მოვხუფე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *