ინგრედიენტები
- ნიგოზი – 100.00 გ (დაჭრილი ან გატარებული)
- ვანილი – 1.00 შეკვრა
- შესქელებული რძე – 2.00 ქილა
- კარაქი – 200.00 გ
1 ფენისთვის
- გატარებული ნიგოზი – 5.00 სკ
- ფქვილი – 150.00 გ
- სოდა
- თაფლი – 2.00 სკ
- შაქარი – 120.00 გ
- კვერცხი – 4.00 ც
მომზადების წესი
კარამელისფერი ბისკვიტირომ მიმეღო, ქვაბში მოვათავსე სოდა და თაფლი, დავდგი ნელ ცეცხლზე.როგორც კი მიიღოკარამელის ფერი, გადმოვდგი.თუ წაბლის თაფლს გამოიყენებთ, ისედაც მიიღებთ მოცემულ ფერს.
ავთქვიფოთკვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, ბოლოს კი მოცემული ინგრედიენტები.მასა დასასხმელია.საცხობი ფორმა: 30 სმ, ვაცხობთ 170-180 გრადუსზე 30 წთ-ით. ასე ვაცხობთ მეორე ფენასაც.
კრემი: ავთქვიფოთკარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე , ვანილი, ბოლოს – ნიგოზი.
ბისკვიტებზე გადავანაწილოთ კრემი.
გემრიელად მიირთვით!