Headlines

ამ რეცეპტით საუკეთესო კომბოსტოს მწნილი გამოგივათ

ინგრედიენტები

  • კომბოსტო
  • ჭარხალი
  • ნიორი
  • მწარე წიწაკა, წითელი
  • ნიახური
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი
  • წყალი

მომზადების წესი

ინგრედიენტები “თვალის ზომით” და გემოვნებით ავიღოთ. გრამობით აწონვა საჭირო არ არის. ჭარხალი რაც ნაკლები იქნება, მით ღია ფერის გამოვა მწნილი.

კომბოსტოს ზედა რამდენიმე ფოთოლი შემოვაცალოთ. გავჭრათ 4-6 მსხვილ ნაჭრად. ჭარხალი თხელ ფირფიტებად დავჭრათ.
ემალის ან შუშის ჭურჭელში, ძირზე დავალაგოთ ნიახური, ნივრის კბილები, ჭარხლის ნაწილი, დაფნა, წიწაკა. დავამატოთ კომოსტოს ნაჭრები. შემდეგ ისევ ნიახური, ნიორი, წიწაკა, ჭარხალი, დაფნა და ასე ბოლომდე, სანამ კომბოსტო გვეყოფა.
მდუღარე წყალში გავხსნათ მარილი. ხსნარი მლაშე უნდა იყოს, როგორც ზღვის წყალი. გავაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს, ისე რომ დაფაროს. ზემოდან დავადოთ ჭურჭელზე ნაკლები დიამეტრის სახურავი და დავაწოლოთ სიმძიმე. 7-10 დღეში მწნილი მზადაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *