ინგრედიენტები
- კვერცხი – 5 ც
- შაქარი – 250 გ
- არაჟანი – 300 გ
- გამაფხვიერებელი – 2 ჩკ
- ზეთი – 4 სკ
- ფქვილი – 450 გ
კრემი
- შესქელებული რძე – 2 ქილა
- კარაქი – 250 გ
- ვანილი – 1 ც
მომზადების წესი
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა + მწიკვი მარილი, შემდეგ ვუმატებთ შაქარს, კვერცხის გულს და დანარჩენ ინგრედიენტებს (არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაწონი), მასა გაყავით შუაზე, მასის ერთ ნაწილს დავუმატე 2 სკ კაკაო, მეორე ნაწილს კი 2 სკ ფქვილი, საცხობი ფორმა 35 სმ. ვაცხობთ 170-180-ზე 35-40 წთ, აკონტროლეთ.
კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ვანილი და შესქელებული რძე. ბისკვიტზე ფორმის ამოსაჭრელად გამოვიყენებთ ტორტის რგოლს ან ჭიქას, წავუსვათ კრემი, ასევე მორჩენილი ბისკვიტი დავაქუცმაცოთ და მოვაყაროთ გარედან, უგემრიელესია!