Headlines

ამ რეცეპტს 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს – მოამზადეთ მწვანე აჯიკა

ინგრედიენტები

  • მწვანე წიწაკა, ცხარე – 1 კგ
  • ნიორი – 250 გ
  • რეჰანი – 100 გ
  • ოხრახუში – 100 გ
  • ქინძი – 100 გ
  • კამა – 100 გ
  • ხმელი რეჰანი – 15 გ
  • ხმელი ქინძი – 15 გ
  • უცხო სუნელი – 15 გ
  • შავი პილპილი – 15 გ
  • მარილი – 80 გ

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ წიწაკა, არ მოაშოროთ მარცვლები.

2. კარგად გარეცხეთ მწვანილი. გაასუფთავეთ ნიორი.

3. წიწაკა, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

4. მასას დაუმატეთ ხმელი რეჰანი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი. მოურიეთ.

5. 3 დღე გაჩერეთ ემალის ჭურჭელში ბნელ გრილ ადგილას, შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შედგით მაცივარში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *