ინგრედიენტები
- ფქვილი – 2 კგ
- მაიონეზი – 200 გ
- შაქარი – 1 ჭიქა
- კვერცხი – 4 ცალი
- საფუარი ნედლი – 100 გ
- რძე – 1 ლ
მომზადების წესი
საფუარი ჩაფშვენით ჯამში, დაუმატეთ 1 ჩ/კ შაქარი და 2 ს/კ თბილი რძე. დადგით თბილ ადგილას 15-20 წუთი, სანამ ბუშრებს არ გაიკეთებს.
ათქვიფეთ კვერცხი და დარჩენილი შაქარი, დაუმატეთ მაიონეზი, რძეში გახსნილი საფუარი და კარგად აუარიეთ.
დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი. გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას. ცომი უცებ აფუვდება.
ეს შესანიშნვი ცომია, როგორც ტკბილი ფუნთუშებისთვის, ასევე მარილიანი ღვეზელებისთვის სხვადასხვა გულსართით: კომბოსტოთი, კვერცხით და ასე შემდეგ…