ინგრედიენტები
- კამა – 1 კონა
- შაქარი – 50 გ
- მარილი – 1 სკ
- ძმარი 9% – 50 მლ
- ნიორი – 1 თავი
- ტკბილი წიწაკა, წითელი – 1 ც
- მკვახე პომიდორი – 1 კგ
მომზადების წესი
მომზადება:დაჭერით მკვახე პომიდორი 4 ნაწილად. დაჭყლიტეთ ან გაატარეთ ნიორი. წიწაკა დაჭერით კუბიკებად, მწვანილი – წმინდად.აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი, დაასხით ძმარი, დაუმატეთ მარილი და შაქარი, კარგად აურიეთ, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ მაცივრის გარეშე 12-14 საათი.შემდეგ გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და დააფარეთ კაპრონის თავსახურები.გემრიელად მიირთვით.