Headlines

თუ გაქვთ 200 მლ მაწონი, მოამზადეთ ეს უგემრიელესი „ყველიანი პურები“

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 200.00 გ
  • ყველი – 130.00 გ
  • სოდა – 1/2 ჩკ
  • შაქარი – 1.00 ჩკ
  • მარილი – 1/3 ჩკ
  • ზეთი – 2.00 სკ
  • კეფირი – 200.00 მლ (ან მაწონი)

მომზადების წესი

ჯამში მოათავსეთ კეფირი, მარილი, სოდა და შაქარი. შეურიეთ გახეხილი ყველიც და ამოურიეთ. შემდეგფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად, გრძივად გააბრტყელეთ (ძეხვის ფორმად), გაახვიეთ ცელოფანში და დააყოვნეთ 1 საათით.

შემდეგ ცომი მედალიონებად დაჭერით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

შეგიძლიათ ეს ყველიანი პურები ჩაისთან ერთად მიირთვათ ან შუაზე გაჭრათ და სასურველი შიგთავსი მოათავსოთ მათში.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *