რეცეპტი: თამო მეფიშვილი
ინგრედიენტები
- კვერცხი – 2 ცალი
- ძმარი – 4 სკ
- ზეთი – 3 სკ
- არაყი – 4 სკ
- ლიმონმჟავა – 0.5 ჩკ
- მარილი – 1 ჩკ
- წყალი – 700 მლ
- ფქვილი – 1 კგ
- ფქვილი – 400 გ
- მარგარინი – 800 გ
კრემი
- რძე – 1 ლ
- შაქარი – 300 გ
- სახამებელი – 4 სკ
- ფქვილი – 4 სკ
- კარაქი – 300 გ
- მოუხარშავი შესქელებული რძე – 5 სკ
- ვანილი – 2 ცალი
მომზადების წესი
ფენოვანი ცომის ინგრედიენტები, აუცილებლად უნდა იყოს ცივი, თასში მოვათავსე კვერცხი, ძმარი, არაყი, წყალი, ავთქვიფოთ, რომ კვერცხი კარგად გაიხსნას, და ვუმატებთ დარჩენილ ინგრედიენტებს ეტაპობრივად, ცომი კარგად დავამუშაოთ, ფქვილი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, აკონტროლეთ, მასა უნდა იყოს ელასტიური. კარაქი გავყავი 6 ნაწილად. ცომი კი 2 ნაწილად. ვიღებთ ცომის ერთ ნაწილს, ვაბრტყელებთ, წავუსვამთ კარაქის ერთ ნაწილს , გადავკეცავთ და მაცივარში ვათავსებთ 1 საათი,ასე ვიმეორებთ 3ჯერ, თითო ცომის ნაწილზე. ბოლოს კი მაცივარში ვტოვებთ, ერთი დღის განმავლობაში.
კრემის მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე, შემდეგ თბილ რძეში, გავხსნათ სახამებელი, ფქვილი და შაქარი, ვურიოთ განუწყვეტლივ, ბოლოს გადმოვიტანთ, ცხელ ფაფას ჯამში, დავაფარებთ სამზარეულოს პარკს, გავაციებთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე გავთქვიფოთ, ოთახის ტემპერატურის კარაქი და შესქ რძე, ს/კ დახმარებით დავუმატოთ ცივი ფაფა, +ვანილინი. ცომი, დავჭრათ სასურველ ზომაზე და ვაცხობთ მაღალ ტემპერატურაზე (250 გრადუსზე).