ინგრედიენტები
- მაკარონი – 400 გ
- ხორცი – 200 გ
- ხახვი – 1 ც
- კარაქი – 40 გ
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი
ხორცი მოხარშეთ და დაჭერით. 200 მლ ბულიონი შეინახეთ.
ხახვი დაჭერით კუბიკებად და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ხორცი და ამოურიეთ. 1 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბულიონი და გააგრძელეთ შუშვა 5 წუთით.
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში. შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ ტაფაში.
ბოლოს დაუმტეთ კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!