ინგრედიენტები
- ფქვილი – 190 გ
- კვერცხი – 6 ცალი
- შაქარი – 160 გ
- თაფლი – 2 სკ
მომზადების წესი
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ თაფლი. და თქვიფეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. მოცულობაში დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება!შემდეგ ფრთხილად შეაზილეთ ფქვილი და ამოურიეთ ხის კოვზით დაბლიდან ზემოთ. ჩაასხით პერგამენტჩაფენილ ტორტის ფორმაში დააცხვეთ 170-180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით. გააციეთ ფორმაშივე და მხოლოდ შემდეგ გადმოიღეთ.