Headlines

უგემრიელესი „ჩიტის რძე“ – ტორტი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

ინგრედიენტები

  • წყალი ან რძე – 4.00 სკ
  • შაქარი – 4.00 სკ
  • კაკაო – 4.00 სკ

ინგრედიენტები მოხარშული ბეზესთვის

  • მწიკვი ლიმონმჟავა
  • შაქარი – 300.00 გრ
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხის ცილა – 6.00 ცალი

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი – 15.00 გრ
  • ფქვილი – 12.00 სკ
  • კაკაო – 3.00 სკ
  • რძე – 250.00 მლ
  • ზეთი – 100.00 მლ
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი – 100.00 გრ
  • კვერცხი – 6.00 ცალი

მომზადების წესი

კვერცხის გული,შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაახლოებით7 წუთით. დაასხით ნელ–ნელა ზეთი, რძე, მშრალი ინგრედიენტები აურიეთერთმანეთში და დააცერით ამ მასას, ათქვიფეთ 3-4 წუთით. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა – ქვედა წვის რეჟიმზე, 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

ბეზეს მომზადება :ცილა ჩაასხით ცეცხლგამძლე თასში, დაამტეთ მარილი, შაქარი და დადგით ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს) თქვიფეთ 7-10 წუთით, სანამ შაქარი არ გალღვება და მიიღებთ მყარ ბეზეს. დაამატეთლიმონმჟავა, შემდეგ გადმოდგითდა თქვიფეთისევ, დაახლოებით 7-10 წუთითბეზეს შეციებამდე, უნდა გამოვიდესმყარი მასა.

მოხარშული ბეზე გაანაწილეთ გაციებულ ბისკვიტზე, ნაწილი კოვზით და ნაწილი მოსართავი ფორმით. აღარ ჭირდება ღუმელში შედება, მოასხით მინანქარი – მოათავსეთ ჭურჭელში ჩამოთვლილი ინრედიენტები, დადგით გაზზე და მოურიეთ, შაქარი რომ გალღვება და წამოდუღდება გადმოდგითდა დაამატეთ 30 გრ კარაქი. გემრიელად მიირთვით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *