ინგრედიენტები
მინანქარი
- მიწისთხილი
- ზეთი
- შოკოლადი – 150.00 გ
ნამცხვარი
- თბილი წყალი – 300.00 მლ
- ზეთი – 100.00 მლ
- შაქარი – 130.00 გ
- გამაფხვიერებელი – 10.00 გ
- კაკაო – 30.00 გ
- ფქვილი – 220.00 გ
მომზადების წესი
ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ შაქარი, ზეთი და თბილი წყალი. კარგად გათქვიფეთ.
ეს მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 16X26 სმ) და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3 წუთით.
გამომცხვარ ბისკვიტს თავი გადაუსწორეთ და მოასხით მინანქარი (შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ზეთი და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ მიწისთხილი).
გემრიელად მიირთვით!