ინგრედიენტები
- კაკაო
- რძე – 1.00 ჭიქა
- ხსნადი ყავა – 3.00 სკ
ინგრედიენტები
- ვანილი
- რძე – 2.00 ჭიქა
- კრემ-ყველის ფხვნილი – 1.00 ჭიქა (იყიდება საკონდიტრო მაღაზიებში)
- სავოიარდი
- ბანანი
მომზადების წესი
ცივ რძეში ავთქვიფოთ ფხვნილიდა ვანილი. სასურველ ჭურჭელში ოდნავ ჩავაფენთ კრემს, ჩხირების ზომის ჭურჭელში ჩასხმული გვექნება რძიანი ყავა და თითოეულ ჩხირს ოდნავ ამოვავლებთ ამ რძიან ყავაში.დიდხანს არ გააჩეროთ, უცებ რბილდება. მე ჩხირების ნახევრები ჩავალაგე ჭიქებში, ჩავაყოლე დაჭრილი ბანანი და ისევ მოვასხი კრემი.თუ არ გაივსო ჭურჭელი,ისევ გაიმეორეთ -ჩხირები+ბანანი+კრემი.
გააცივეთ ეს ყველაფერი 1 საათით მაცივარში. სასურველია სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე მოაყაროთ საცერით კაკაო. უგემრიელესი გამოვიდა და ყველას ძალიან მოგვეწონა, გირჩევთ, არ ინანებთ.