ინგრედიენტები
- ფქვილი – 1 კგ
- საფუარი – 1 სკ
- მარილი – 1 სკ
- თბილი წყალი – 450 გ
- კარაქი – 100 გ
- ზეთი
მომზადების წესი
გაცრილ ფქვილს გავუკეთებ პატარა ორმოს, დავამატებ საფუარს და მარილს, ცოტა თბილ წყალს და ჩანგლით გავხსნი საფუარს მარილს, ცოტა ფქვილს. გადავაფარებ ჭურჭლის ტილოს, რომ საფუარი გააქტიურდეს და 10 წუთში დავამატებ წყალს, გამდნარ კარაქს და მოვზელ ცომს, ბოლოს გადავზილავ ზეთით. კარგად რომ ამოვა, კიდევ გადავზილავ ამოვაგუნდავებ და გამოვაცხობ ლობიანს.
ლობიანის გულსართი:
გასუფთავებულ ლობიოს დავადე აყვავებული ქინძი და ისე მოვხარშე. მოხარშულ ლობიო გავატარე ხორცსაკეპში, დავუმატე ზეთი, წიწაკა ქონდარი, მარილი, შავი პილპილი. ამოვაგუნდავე ცომი, გავაბრტყელე, ჯერ ჯონჯოლი (შენელებული კახური ზეთით , ქინძით, წითელი ხახვით) დავდე. ასევე მოვალაგე ლორი და დავამატე ლობიო, მოვუკარი თავი და გამოვაცხვე 250 გრადუსზე, ცხელსავე გადავუსვი ზეთი.