Headlines

ექსკლუზიური მეგრული საცივის რეცეპტი – პირდაპირ სამეგრელოდან

ინგრედიენტები

  • ხახვი – 3.00 ცალი
  • ყვითელი ყვავილი – 1.00 ჩკ
  • ქინძი – 1.00 სკ
  • უცხო სუნელი – 2.00 სკ
  • ნიგოზი – 200.00 გრ
  • ინდაური ან ქათამი

მომზადების წესი

მოხარშეთ ინდაურის ან ქათმის ხორცი ხახვთან ერთად, ეს ხახვი კი შემდგომ დააბლენდერეთ ნიგოზის მასასთან ერთად, ან ცალკეც შეგიძლიათ.

თუ გინდათ, რომ ცხიმიანი გამოვიდეს საცივი, მაშინ დააბლენდერეთ ნიგოზი ქათმის ნახარშთან ერთად, თუგინდათ ნაკლებად ცხიმიანი საცივი, მაშინ აბლენდერეთ წყალთან ერთად.

ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, 1–2 ღერო ცოცხალი მწვანე ქინძი და მარილი გემოვნებით კარგად დააბლენდერეთ ნახარშის წყალთან, ან უბრალო წყალთან ერთად.

მოხარშული ქათამი ან ინდაური მობრაწეთ, დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ ნიგზვნიან წვენში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *