ინგრედიენტები
- კვერცხი
- ვანილი
- კარაქი ან მარგარინი – 50 გ
- შაქარი – 3 ჭიქა
- ფქვილი – 10 ჭიქა
- კარაქი ან მარგარინი – 500 გ
- მაწონი – 1 ლ
- სოდა – 1 ჩკ
- საფუარი – 1 ჩკ
- კვერცხი – 1 ც
- თბილი წყალი – 100 მლ
- ფქვილი – 3 ჭიქა
მომზადების წესი
თბილ წყალში გახსენით საფუარი და ცოტა ფქვილი. დადგით ასაფუებლად. ფქვილი და მარგარინი ასრისეთ. მიღებულ ფხვიერ მასას დაამატეთ მაწონი, რომელშიც წინასწარ გახსნილია სოდა, კვერცხი და საფუარი. მოზილეთ ცომი და გაყავით 4 ნაწილად. ცოტა ხანს დაასვენეთ ცომი და ამასობაში გულსართი მოამზადეთ. ერთმანეთში შეურიეთ და ააფხვიერეთ ფქვილი, შაქარი და მარგარინი (კარაქი). დაამატეთ ვანილი. გულსართიც გაყავით 4 ნაწილად. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით. დაჭერით, დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე და ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება. * რჩევა რედაქციისგან: ქადის გულისთვის ფქვილს თუ წინასწარ მოშუშავთ მშრალ ტაფაზე და ცოტაოდენ უცხო სუნელს დაამატებთ, განსაკუთრებულ გემოს და არომატს შეიძენს, რომელიც ნიგვზის არომატს მოგაგონებთ. სცადეთ!