ინგრედიენტები
- ბადრიჯანი – 6 ც
- წითელი ბულგარული წიწაკა – 6 ც
- ნიგოზი – 300 გ
- ხახვი – 2 ც
- ძმარი – 1 სკ
- მარილი
- წიწაკა
- უცხო სუნელი
- ხმელი ქინძი
მომზადების წესი
ბადრიჯანი დავჭერი სიგრძეზე და დავაყარე მარილი, დავტოვე დაახლოებით 40 წუთი.
ცალკე დავჭერი ბულგარული წიწაკა, შემდეგ შევწვი ბოსტნეული ზეთში.
გატარებულ ნიგოზს დავუმატე დანაყული ნიორი, მარილი, უცხო სუნელი, ქინძი, წიწაკა (უხდება ყვითელი ყვავილიც) და დავამუშავე კარგად ხელით, ვუმატებთ შემწვარ ხახვს, შემდეგ კი დავუმატე გადადუღებული ცივი წყალი, ასევე ძმარი, სისქე თქვენი სურვილისამებრ აკონტროლეთ, შემწვარ ბოსტნეულზე გადავანაწილებთ ნიგვზის მასას, უგემრიელესია!