წინა საახალწლო პერიოდში დიასახლისების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სადღესასწაულო კერძებია. ყველაზე აქტიურად კი საცივის რეცეპტებს ეხმაურებიან სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით ცხარე კამათი ჩაღდება საცივის ადუღება-არადუღებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მეგრელმა დიასახლისმა სამეგრელოში გავრცელებული საცივის რეცეპტი გაგვანდო, რომელიც არ დუღდება.
ამჯერად ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა, მარინა დარასელიამ მეგრული საცივის ძველი რეცეპტი გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე გთავაზობთ. ამჯერად საცივი დუღდება, თუმცა რაღაც ნიუანსები განსხვავებული აქვს.
” დიასახლისებო, საცივი ქართულია და ყველა კუთხე თავისებურად კმაზავს და ამზადებს. არ იჩხუბოთ და არავინ მიითვისოს ჩემია ნამდვილიო.
მეც მეგრელი ვარ და მინდა გითხრათ:
მეგრელები ძველად სამეგრელოში საცივს სულ სხვანაირად ამზადებდნენ. ახლა გააიოლეს და ბაჟეს და საცივს ვერ განასხვავებ. იმასთან არაფერი აქვს საერთო, თითქმის დავიწყებას მიეცა და კამათიც ასე იწყება …
ძველებური მეგრული სიცივის მომზადებას ინდაურის კისრის და წინა მკერდის არედან იწყებენ— ცხიმს მოაცილებდნენ და დებდნენ ტაფაზე, ცხიმი რომ გამოუვიდოდა, წვრილად დაჭრილ ხახვს ამ ცხიმში შუშავენ ოქროსფრამდე , შემდეგ ამატებენ წინასწარ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთს ბლომად, მოურევენ და აციებენ.ზეთიდან ცოტას ტოვებდნენ სუფრაზე გატანის წინ მოსასხმელად.
ნიგვზის ზეთის გამოსაყვანად საჭიროა:
- 3 -4 კბილი დანაყილი ნიორი
- 1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- ½ ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 სუფრის კოვზი წითელი წიწაკა (გემოვნებით)