ინგრედიენტები
- შაქრის პუდრა – მოსაყრელად
- ნებისმიერი ჯემი
- სოდა – 1 ჩკ
- ფქვილი – 1.5 ჭიქა
- იოგურტი – 1 ჭიქა
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი – 1 ჭიქა
- ვანილინი
მომზადების წესი
კვერცხი, შაქარი და ვანილინი ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ იოგურტი (წინასწარ გახსენით სოდა იოგურტში), დაუმატეთ ფქვილი. დაასხით მომზადებული ცომი პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოასწორეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 7-8 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან და დადეთ სველ ჩაის ტილოზე დაბრაწული მხრიდან. სწრაფად წაუსვით ჯემი და გადაახვიეთ ტილოს მეშვეობით. მოაყარეთ შაქრის პუდრა. სასიამოვნო ჩაისსმას გისურვებთ!