Headlines

ჩანახი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კარაქი ან დუმა – 70 გ
  • მწარე წიწაკა, მწვანე – 1 ც
  • ბატკნის ხორცი – 600 გ
  • ბადრიჯანი – 2 ც
  • პამიდორი – 3 ც
  • ტკბილი წიწაკა, წითელი – 3 ც
  • კარტოფილი – 4 ც
  • ხახვი – 2 თავი
  • ქინძი
  • რეჰანი

მომზადების წესი

პამიდორს კანი გააცალეთ და მსხვილად დაჭერით. ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი კი – ალყა-ალყა. წიწაკა მსხვილად დაჭერით, ბადრიჯანი – ნახევარრგოლებად, იმავე ზომაზე დაჭერით კარტოფილი. ხორცსა და ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, პილპილი. ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ. ქოთანში მოათავსეთ კარაქი ან დაჭრილი ცხვრის დუმა. შემდეგ შიგ ჩაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები. ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი. მოაყარეთ მწვანილი და შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 30-40 წუთით, სანამ ხორცი არ მომზადდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *