Headlines

ჩემი, როგორც დიასახლისის, ცალკე სიამაყე. ვამზადებ ბებიაჩემის მეთოდით…“ – მწნილის ასორტი

რეცეპტი: მარინე აზბარიანი

ჩვენი მკითხველების რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ჯგუფში.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • კიტრი
  • მწარე წიწაკა
  • სტაფილო
  • შავი პილპილის მარცვალი
  • ნიახური
  • სურნელოვანი პილპილი
  • კამა
  • ქინძი

მომზადების წესი

ვამზადებ ბებიაჩემის მეთოდით. მჟავე გამოდის ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და დიდხანს არ ფუჭდება, არ რბილდება ასეთ ქილაში, თუუნდაც პლასტმასის თავსახურით.

საიდუმლო ხერხი ესაა: ყვავილოვანი კომბოსტო (გასუფთავებული ფოთლებისაგან, დაჭრილი სასურველ ზომაზე), კიტრი, ცალ-ცალკე უნდა ვაბანაოთ ადუღებულ წყალში. ოდნავ ამოვავლებთ, გადმოვიღებთ, ჩავდებთ ცივი წყლით სავსე ჯამში. ნიორს, წიწაკას და სტაფილოს ამ პროცედურას არ ვუკეთებთ.

ქილაში მოვათავსოთ ჯერ პილპილი, ნიახური, ნიორი,შ ემდეგ სურვილისამებრ ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, წიწაკა, სტაფილო და ასე ვიმეორებთ ქილის შევსებამდე.

ყველაზე მთავარი მწნილის დამჟავებისათვის არის მარილწყალი. ადუღებულ, გაციებულ 10 ლ წყალში ვუმატებთ 500 გრ ქვის მარილს, სხვა მარილს არა. მარილს ვუმატებთ წყალს, კარგად ვურევთ და ვასხამთ ქილაში იმდენს, რომ პირამდე შევავსოთ. თავსახურს (ან თეფშს) ვაფარებთ ქილებს და დავდებთ შედარებით თბილ ადგილას.

12-14 დღეში უკვე მზადაა უგემრიელესი მწნილი (მჟავეს ასორტი). შემდეგ უკვე მზა მწნილი შეგვიძლია გრილ ადგილას გადავიტანოთ ან გავწუროთ ქილის წყალი, სუფთა მარილ-წყალი ჩავასხოთ და სტერილური მეტალო თავსახურით მოვხუფოთ ლობიოს, შემწვარ კარტოფილს უხდება ძალიან!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *