ინგრედიენტები
- წიწაკა – 10 კგ
- ზეთი – 1.2 ლ
- ძმარი – 1 ლ
- ნიორი – 500 გ
- ნიახური
- ოხრახუში
- ქინძი
- წითელი წიწაკა, დაღერღილი
- მარილი – 1.5 ჭიქა
- შაქარი – 1.5 ჭიქა
მომზადების წესი
დიდ განიერ ქვაბში ჩავასხი ძმარი და ზეთი. ავადუღე, დავამატე მარილი, შაქარი დაღერღილი წიწაკა. ამ ნარევში ნაწილ-ნაწილ მოვთუშე წიწაკა ფერის შეცვლამდე. ამოვიღე, დავყარე დიდ თასზე და მოვაყარე დაჭრილი მწვანილი, ნიორი. ასე გავაგრძელე ბოლომდე. მერე ერთად მოვაქციე ქვაბში და წამოვადუღე.
ცოტა ხნით გამოვრთე, რომ გემოები კარგად გაუჯდეს. მერე ისევ შევაგემე მარილი გემოვნებით და ქილებით დავასტერილე 20 წუთი.