Headlines

ნამდვილი სვანური კუბდარი

ინგრედიენტები

  • ფქვილი
  • მარილი – 0.5 ჩკ
  • საფუარი – 1 სკ
  • თბილი წყალი – 1.2 ლ
  • მარილი და წიწაკა
  • ხმელი სუნელები (ქინძი, კამა, უცხო სუნელი, გიცრული/ძირა) – 2 სკ
  • ნიორი – 3 კბილი
  • ხახვი – 1 ც
  • ახალგაზრდა საქონლის ან ღორის ზომიერად ცხიმიანი ხორცი (ან შერეული 50/50) – 1.5 კგ

მომზადების წესი

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მოვზილოთ ცომი, მაგრამ უფრო მაგარი, ვიდრე ხაჭაპურის შემთხვევაში. ცომში ასევე შეიძლება კარაქის ან მარგარინის შეზელა (50 გ). დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ამასობაში ხორცი დავკეპოთ თანაბარი, საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ხორცი ახალგაზრდა და რბილი არ არის, უმჯობესია ხის ჩაქუჩით დავბეგვოთ),დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სუნელები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სუნელებით შეზავებისას: 4 სუნელიდან ყველაზე დიდი რაოდენობით აიღეთ ხმელი ქინძი, საშუალო რაოდენობით – უცხო სუნელი და შედარებით მცირე-მცირე რაოდენობით – კამა და გიცრული (გიცრული სვანეთში იზრდება და თითქმის იგივეა, რაც ძირა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ.) ჯამში სუნელებმა უნდა შეადგინოს დაახლ. 2 სუფრის კოვზი. ბოლოს ვამატებთ მარილს და წითელ წიწაკას გემოვნებით და ხელით ვურევთ კარგა ხანს, რომ ხორცს სუნელები გაუჯდეს და გაიჟღინთოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *