თუკი გსურთ, მჭადი ოქროსფერი და ფუმფულა გამოვიდეს.
ინგრედიენტები
- ზეთი შესაწვავად
- სიმინდის ფქვილი – 500 გრ
- თბილი წყალი
- მარილი
მომზადების წესი
სიმინდის ფქვილს შეურიეთ მარილი და მოზილეთ თბილი წყლით. ცომი უნდა იყოს თხელი, რადგან უნდა გააჩეროთ 20-30 წუთი. ამ დროის განმავლობაში ცომი სქელდება. სველი ხელით ამოიღეთ ერთნაირი ზომის ბურთულები, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ცხელ ტაფაზე, ბლომად ზეთში.