ინგრედიენტები
- ბადრიჯანი – 500 გრ
- ბულგარული წიწაკა – 2 ც
- ხახვი – 1 ც
- სტაფილო – 1 ც
- პომიდორი – 2 ც
- ნიორი – 2 კბ
- მცენარეული ზეთი
- ოხრახუში
მომზადების წესი
ბადრიჯანს გავაცალოთ კანი და დავჭრათ მრგვალ ფორმებად, სტაფილო გავხეხოთ, დარჩენილი ინგრედიენტებიც დავჭრათ წვრილად. მოთუშულ ხახვს ნელ-ნელა დავუმატოთ ყველაფერი, ვურიოთ ნელ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული კარგად არ მოითუშება.