საცივი ხომ საახალწლო სუფრის მთავარი მარგალიტია, ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა,დალი გერგედავამკი გაგვიზიარა საიდუმლო გურული რეცეპტი:
„საცივი უნდა გაკეთდეს მშვიდ გარემოში, ერთი ამზადებს, მეორე ეხმარება.
მე გეტყვით, როგორ კეთდება გრამობა, რამდენი რა უნდა მოიძიოთ, გაჩნია რამდენს აკეთებთ, იმის მიხედვით. გასუფთავებულ ინდაურს ვხარშავთ, წყლით უნდა დაიფაროს, რომ მოიხარშება, ვიღებთ ცალკე თასზე და ვაყრით მარილს. ვდებთ გამოსაცხობად,რომ შევაწითლოთ. ნახარშს მოვხდით თავზე ცხიმს, საწურზე ვაფენთ მარლას და ვწურავთ, რომ არ გაყვეს ქაფისნახარში. ამ ცხიმში ვშუშავთ ხახვს, წვრილად დაჭრილს, იმდონემდე, რომ ნელ ცეცხლზე ფაფასავით გადაიქცეს. შემდეგვასხამთ ინდაურის ნახარშს წყალს, ესეც უნდა გაიწუროს მარლაში, 2 ლიტრა, 3 – გაჩნია რამდენია ინდაური.
წვრილად დამუშავებული ნიგოზი, ხმელი ქინძი, ნიორი, უცხო სუნელი, მწარე წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ძმარი, მიხაკი,დარიჩინი, გაჩნია გემოვნებას.
სანამ ნახარში გავძრავდეთ ნიგოზს, მანამდე ვხდით თავზე მოსასხმელ ზეთს. ნიგოზს უმატებთ სუნელებს და ოდნავ ვასხამთ ცხელ წყალს და ვზილავთ, უნდა დაამუშავოთ კარგად, რომ გამოვიდეს ზეთი.
ზეთის გამოხდის შემდეგ, ვძირავთ ნიგოზსწვენში და ვადუღებთ კარგად, თეფშზე რომდასხამ, არ უნდა გარბოდეს წყალი და ნიგოზი ცალ-ცალკე, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღო. გემოვნებით მარილი. დადუღებული წვენი დაასხითემალის ჭურჭელზე გამზადებულ, დაჭრილ ინდაურის ხორცზე, კარგად გაანაწილეთდა მოასხით ზეთს თავზე. ჭურჭელს აქვს მნიშვნელობა, ემალის, ან გამჭირვალე შუშის ჭურჭელზე უნდა დაისხას.
შენიშვნა: საცივი კეთდება ინდაურით, როცა დიდია ქირწილიდა თუ არ ათავდა, ინდაურსუმატებენ ქათამს, მერე მჭადის ფქვილს.არის შემთხვევა, კარგი გართვა არა აქვს ნიგოზს, ან არ ეყო და თხელი დარჩა, ამ შემთხვევაში,უმატებენ მჭადის ფქვილს. კერკეტ ნიგოზს ეძახიან, მაგით გაკეთებული საცივი შავდება და იჭრება, ძალიანცხიმიანია.
თუ ქორწილი ზაფხულშია და გინდათრომ არ ამჟავდეს საცივი, ამ შემთხვევაში, წვენში ხორცს ყრიან და წამოადუღებენ,მერე ანაწილებენ ჭურჭელზე, ასეთისაცივის ფერი მუქი გამოდის.
მეგობრებო, ეს არის ნამდვილი გურული, კლასიკური, უგემრიელესი საცივი.“