Headlines

ცხელი წყლის ბისკვიტი, რომელიც ყოველთვის გამოდის

ყველას გაუგონია ცხელი წყლის ბისკვიტი, მაგრამ ყველამ როდი იცის მისი მომზადების წესი. გიზიარებთ ზუსტ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • მდუღარე წყალი – 3.00 სკ
  • ზეთი – 3.00 სკ
  • გამაფხვიერებელი – 1.00 ჩკ
  • ვანილი
  • ფქვილი – 150.00 გ
  • შაქარი – 150.00 გ
  • კვერცხი – 4.00 ც

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად ათქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში 3-ჯერ არ გაიზრდება და ფუმფულა მასად არ იქცევა. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი მიქსერის გარეშე. ამის შემდეგ წვრილ ზოლად, ფრთხილად დაამატეთ მდუღარე წყალი, ვანილი და ზეთი. კვლავ ფრთხილად აურიეთ და გადაიტანეთ 20-22 სმ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წთ. ფორმას წინასწარ ჩააფინეთ ძირში ქაღალდი, გვერდებზე ცხიმს ნუ წაუსვამთ.

გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი ფორმიანად გადააბრუნეთ თავდაღმა, დადეთ ბადეზე და ამგვარად გააცივეთ.

გაცივების შემდეგ ბისკვიტი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ: წაუსვით სასურველი კრემი, მოამზადეთ ტორტი, ან უბრალოდ პუდრა მოაყარეთ და ცილის სოუსთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად მიირთვით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *