ინგრედიენტები
- ნაკლებმარილიანი ყველი – 1 კგ
- კარაქი ან მარგარინი – 250 გრ
- კვერცხი – 2 ცალი
- მაწონი – 1 ქილა
- სოდა – 1 ჩკ
- მარილი – 0.25 ჩკ
- ფქვილი
მომზადების წესი
1. მოვათავსოთ ჯამში 2 კვერცხი, 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით 2. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ ჯოხით, ჩავდოთ ყველის გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე.