Headlines

„ეს რეცეპტი წლების წინ მომაწოდა ძვირფასმა ქალბატონმა…“ – ცხარე აჯიკა მკითხველის რეცეპტით

რეცეპტი: შორენა წიფურია

ინგრედიენტები

  • წითელი მწარე წიწაკა – 2 კგ
    ნიორი – 600 გ
    ხმელი ქინძი – 1 ჭ
    უცხო სუნელი – 2 ჭ
    ყვითელი ყვავილი – 2 ჭ
    ნედლი ქინძი – 1 კონა
    ზეთი – 1 ჭიქა
    მარილი

მომზადების წესი
წიწაკა, ნიორი და 1 დიდი კონა ნედლი ქინძი გავატაროთ ელექტრომანქანაში 2-ჯერ, დავუმატოთ სუნელები, 1 პატარა ყავის ჭიქა ზეთი და მარილი. გადავიტანოთ სტერილურ ქილებში.

ეს რეცეპტი წლების წინ მომაწოდა ძვირფასმა ქალბატონმა, მე გავუზიარე ჩემს მეგობრებს და ისინიც უზიარებენ სხვებს. ვიყენებთ კერძებში და სუფრაზე მისატანად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *