მწვანე ლობიოს კონსერვის ძალიან გემრიელი რეცეპტი, გამოდის 18 ლ.
რეცეპტის ავტორი: თამუნა შევარდნაძე.
ინგრედიენტები
ინგრედიენტები
- მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი
ზეთი – 2.00 ლ
ოხრახუში – 300.00 გ
ქინძი – 300.00 გ
ნიახური – 300.00 გ
პამიდორი – 5.00 კგ
მწარე წიწაკა, წითელი – 500.00 გ
ნიორი – 350.00 გ
ხახვი – 2.00 კგ
სტაფილო – 2.00 კგ
წითელი ბულგარული წიწაკა – 3.00 კგ
მწვანე ლობიო – 10.00 კგ - ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად და ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში (ხახვი,ბულგარული,სტაფილო). ლობიო დავამტვრიოთ და ცალკე მოვხარშოთ. პომიდორი გავატაროთ. რომ წამოდუღდება, დავამატოთ გატარებული ნიორი და წიწაკა და ერთად ვადუღოთ.
- ყველაფერი ცალ-ცალკე რომ მოიშუშება და მოიხარშება, გავაერთიანოთ, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, სუნელები, მარილი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ. შემდეგ მდუღარე მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.1 დღე შევფუთოთ.უგემრიელესი გამოდის!