Headlines

ტორტი “პანჩო” – ძალიან მარტივი და გემრიელი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი
  • ალუბლის ჩირი
  • ნიგოზი ან ნუში
  • კონსერვირებული ანანასი
  • კვერცხი
  • შაქარი
  • ფქვილი
  • კაკაო
  • გამაფხვიერებელი
  • არაჟანი
  • შაქარი

მომზადების წესი

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცალკე ავთქქვიფოთ ცილა და შევურიოთ ცომს. გავყოთ ორად, შოკოლადიანი ბისკვიტისთვის კაკაოც. გამოვაცხოთ 2 ბისკვიტი.
კაკაოანი ბისკვიტი გადავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილი დავტოვოთ მთელი და გამოვიყენოთ ტორტის ძირისთვის, მეორე ნაწილი და დავჭრათ კუბებად. თეთრი ბისკვიტი მთლიანად დავჭრათ.

კრემისათვის ავთქვიფოთ არაჟანი და შაქარი. კრემი წავუსვათ ტორტის ბისკვიტს, დავალაგოთ დაჭრილი ბისკვიტებიც და ასე გავაგრძელოთ ტორტის აწყობა ფენა-ფენა, თან გორაკის ფორმა მივცეთ. ტორტს ჩავაყოლოთ დაჭრილი ანანასი, ნიგოზი, ალუბლის ჩირი ( ერთ-ერთი მათგანი მაინც)
ტორტი შევდოთ მაცივარში და მოვამზადოთ მინანქარი: გავადნოთ შოკოლადი და მოვასხათ  ტორტს. შემდეგ შევაბრუნოთ მაცივარში რამდენიმე საათით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *