Headlines

ჰაეროვანი არაჟნის კრემი ნაყინის გემოთი

ინგრედიენტები

  • ვანილის შაქარი – 2 გ
  •  კარაქი – 250 გ
  • ფქვილი – 3 სკ
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ლიმონის ცედრა – 0.5 ჩკ
  •  შაქარი – 180 გ
  • არაჟანი 27%-30% – 500 გ

მომზადების წესი

არაჟანში აურიეთ კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და ვანილი.

დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააცივეთ.

მანამდე ათქვიფეთ კარაქი მიქსერით ან ბლენდერით და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული გაცივებული კრემი.

სქელი, ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებისა და ნამცხვრებისთვის, ასევე მიირთვათ სასურველ ხილთან ერთად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *