Headlines

სწრაფად მოსამზადებელი ვარენიკები

ინგრედიენტები

  • ხაჭო – 200 გ
  • კვერცხი – 1 ც
  • შაქარი – 50 გ
  • ფქვილი – 150 გ
  • მარილი

მომზადების წესი

ხაჭოს შევურიოთ შაქარი, ფქვილი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ და მიღებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, თითოეულს მივცეთ ძეხვის ფორმა. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილიან მდუღარე წყალში. როცა ვარენიკი ზედაპირზე ამოტივტივდება, კიდევ 4-5 წუტი ვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ და არაჟანთან ერთად მივირთვათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *